რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე. რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება, ამას არავინ არ უარყოფს, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნებები, პაციენტი არის ადინამიური, ნაკლებად აქტიურია, გადაადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალების გამოყენებით, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა და ამას ჩვენ ვამბობთ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ვივამედის დირექტორი: რა თქმა უნდა, სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა
tbl.ge/67h9
დაკოპირდა

ვივამედის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, TV იმედის ეთერში. მისივე თქმით, "კეთდება ყველა ის საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. შედეგი გვაქვს ის, რაც ნანახია, რაზეც საუბრობენ თუნდაც ჩვენი ექიმები, რაზეც საუბრობენ თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები". სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით კი, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.
ამავე თემაზე
- სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მომდევნო სხდომები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა
- დეგნანი სააკაშვილზე: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს
- ლელო: პირდაპირ და დაჟინებით მოვითხოვთ, პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი
- დეგნანი: სიურპრიზი იყო სააკაშვილის სასამართლოს გადადება, გაჭიანურება მეტ კითხვებს აჩენს
- ევროკომისარი: მთავრობამ უნდა იმოქმედოს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია