საქართველო-უკრაინა

ბოკერია: სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, ვერ ჩამოვირეცხავთ, სანამ რეჟიმს არ შევცვლით

დიდი ხანია, არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ივანიშვილის რეჟიმისგან, როცა საქმე ეხება სამარცხვინო და მოღალატეობრივ საქციელს. გუშინ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ნებითა და რწმენით სიცოცხლე გარისკა ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად თავისუფლებისთვის უკრაინის ფრონტზე ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, მათ მიაყენეს შეურაცხყოფა

ამ ფონზე არაფერი არ არის გასაკვირი, მიუხედავად ამისა, ეს ეპიზოდიც, დეტალების ცოდნის გარეშეც კი, კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არასწორ მხარეს არიან ისტორიის ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ადამიანობის მხრივ.

ჩვენ ამ სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, სანამ არ შევცვლით, ვერ ჩამოვირეცხავთ.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას. კასიანოვმა თქვა, რომ 1 თვის წინ საქართველოს მთავრობას გენერატორები სთხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 

კომენტარები