გლობალური ეკონომიკა

რუსეთისთვის დასავლეთის სანქციების მიუხედავად, OPEC+-ი ნავთობის მიწოდებას არ ცვლის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და მისმა მოკავშირე მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეცვალონ ნავთობის მოპოვება და მიწოდება 2022 წლის ბოლომდე.

რუსეთის ნავთობისთვის ზედა ზღვრის დაწესებამ ბაზარზე ნავთობის მნიშვნელოვანი რაოდენობით შემცირება შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა მოკავშირეების აზრით, ახლა ბაზარზე არსებული ვითარება ამ გადაწყვეტილების საშუალებას იძლევა.

ჯერჯერობით უცნობია, ზედა ზღვრის დაწესება რა რაოდენობის რუსულ ნავთობს ჩახსნის საერთაშორისო ბაზრიდან და რამდენად გაზრდის ეს ფასებს. მსოფლიოს სიდიდით მე-2 ნავთობის მწარმოებელმა მიწოდების დიდი ნაწილი ინდოეთში, ჩინეთსა და თურქეთში გადაიტანა, თუმცა ეს მაინც ვერ ანაზღაურებს რუსული ექსპორტის დიდ ნაწილს.

5 დეკემბერს ძალაში შევიდა დიდი შვიდეულის შეზღუდვა რუსულ ნავთობთან დაკავშირებით, რაც 1 ბარელ რუსულ ნავთობზე $60-იანი ფასის ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

2 დეკემბერს შეზღუდვაზე თანხმობას მიაღწიეს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე ავსტრალიამაც

კომენტარები