რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ ნავთობზე დაწესებული $60-იანი ფასის ზედა ზღვარი ძალაში შევიდა

5 დეკემბერს ძალაში შევიდა დიდი შვიდეულის შეზღუდვა რუსულ ნავთიბთან დაკავშირებით, რაც 1 ბარელ რუსულ ნავთიბზე $60-იანი ფასის ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

2 დეკემბერს შეზღუდვაზე თანხმობას მიაღწიეს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე ავსტრალიამაც.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ $60-იანი ფასის ზედა ზღვარი საკმარისად მძიმე სანქცია არაა და მსოფლიომ სისუსტე გამოიჩინა.

მოსკოვში კი ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა თავისუფალი ვაჭრობის წესების დარღვევაა. რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილის, ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ისინი ნავთიბსა და საწვავ პროდუქტს მხოლოდ იმ ქვეყნებს მიყიდიან, რომლებიც მათთან "საბაზრო პირობებში" იმუშავებენ.

G7-ის შეთანხმების მიხედვით, მესამე ქვეყნებში რუსული ნავთობის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ G7-ისა და ევროკავშირის გემების, სადაზღვეო კომპანიებისა და საკრედიტო ინსტიტუტების მეშვეობით, თუ ტვირთი $60-იანი ზედა ზღვრის შესაბამის ფასად არის ნაყიდი.

კომენტარები