გლობალური ეკონომიკა

აშშ-ს ხაზინის მდივანი კორპორაციებისთვის გლობალური გადასახადის შემოღებას ითხოვს

Financial Times

შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, იგი აქტიურად მუშაობს G20-ის ქვეყნებთან გლობალური კორპორაციული გადასახადის შემოღების თაობაზე, რომელიც ქვედა მინიმუმის ფუნქციას შეასრულებს. 

იელენის აზრით, გადაწყვეტილება "კორპორაციული გადასახადების მინიმიზებისკენ მიმავალ 30-წლიან რბოლას" დაუსვამს წერტილს.

ხაზინის მდივნის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "მთავრობებს სტაბილური საგადასახადო სისტემები ჰქონდეთ, რაც მათ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქონლის მისაწოდებლად და კრიზისებთან გასამკლავებლად საჭირო ფინანსურ რესურსს მისცემს". 

ნიშანდობლივია ისიც, რომ იელენმა ხაზი გაუსვა "სახელმწიფოს დაფინანსებაში ყველა მოქალაქის მიერ თანაბარი წილის გაღების" მნიშვნელობას. 

კომენტარები