გლობალური ეკონომიკა

S&P Global Ratings: გლობალური ობლიგაციების გაყიდვები 2022 წელს $10 ტრილიონს გადააჭარბებს

S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, გლობალური სახელმწიფო სესხები 2022 წელს $10,4 ტრილიონს მიაღწევს, რაც თითქმის 1/3-ით აღემატება საშუალო მაჩვენებელს კორონა ვირუსის პანდემიამდე. 

სარეიტინგო სააგენტოს ყოველწლიურ შენიშვნაში წერია, რომ მსოფლიო პანდემიის შემდეგ ეკონომიკური აღდგენის პროცესის მიუხედავად, რუსეთ-უკრაინის ომის გამო საპროცენტო განაკვეთი კვლავ მაღალი იქნება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2022 წელს 137 ქვეყანა $10.4 ტრილიონის ექვივალენტს სესხულობს, რაც 2020 წელთან შედარებით, 30%-ით ნაკლებია, თუმცა, საერთო საშუალო მაჩვენებელი 2016-2019 წლებთან შედარებით, 1/3-ით გაიზარდა. 

"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაზრდის მთავრობის დაფინანსების ხარჯებს" - ამბობს S&P-ის ანალიტიკოსი.

განვითარებად ბაზრებზე, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ორშაბათს, 4 აპრილს თქვეს, რომ კორპორატიული დეფოლტის დონემ 8.5%-ს შეიძლება მიაღწიოს, რაც ორჯერ აღემატება რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გაკეთებულ პროგნოზებს.

კომენტარები