რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემცირება სურს – ბარელზე $30-$40

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული საზღვაო ნავთობის ფასი ბარელზე $30-$40 შუალედში უნდა დადგინდეს, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დიდი შვიდეულის (G7) მიერ შემოთავაზებული რიცხვი. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც მოსკოვის მიერ უკრაინასთან ომის დაფინანსების შეზღუდვას ნავთობის მიწოდების შოკის გამოწვევის გარეშე ცდილობენ, ამბობენ, რომ ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი $65-$70-ის დიაპაზონში უნდა დაწესდეს.  

"ლიმიტი, რომელიც დღეს განიხილება  დაახლოებით $60  ვფიქრობ, ხელოვნურია"  თქვა ზელენსკიმ, რომელიც მუდმივად უბიძგებს მოკავშირეებს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დააწესონ.

შეზღუდვის დაწესების იდეა ისაა, რომ კომპანიებს რუსული ნედლი ნავთობის გადატანა აეკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ ის არ გაიყიდება G7-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დადგენილზე ნაკლებ ფასად. 

პოლონეთი, ესტონეთი და ლიტვა ბარელზე $65-$70-ზე გაცილებით დაბალი ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვენ, ხოლო საბერძნეთს, კვიპროსს და მალტას უფრო მაღალი ლიმიტი სურთ.

კომენტარები