რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით €2.5 მილიარდს გამოყოფს

president.gov.ua

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირი უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს, რომ 2023 წელს, ევროპული კომისია უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის მიღებას გეგმავს. აღნიშნულ დახმარებას უკრაინა რეგულარულად, აღდგენითი სამუშაოებისთვის მიიღებს. 

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება". – წერს ფონ დერ ლაიენი.

 

კომენტარები