ბატონი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არადა, საკითხი მარტივია. ის შექმნილ ვითარებაზე დედამისს, ქალბატონ გიული ალასანიას ესაუბრა და რადგან თავად არ შეუძლია, სთხოვა, ეს საკითხი პოსტის სახით მის ფეისბუქ გვერდზე გამოექვეყნებინა, რაც დედამ გააკეთა კიდეც. გაუგებარი მიზეზებით, რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნასა და გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა, რაც რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც, ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი, კეთილი შურით მშურს. იშვიათია ამ სიძულვილით სავსე სამყაროში ასეთი უანგარო მეგობრობა. ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ხაჭაპურიძე სააკაშვილის პოსტზე: რადგან თავად არ შეუძლია, მისი გამოქვეყნება დედას სთხოვა
tbl.ge/66ye
დაკოპირდა

წერს სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე. 21 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს არცერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა. ამის შემდეგ შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ის გაარკვევდა, ეს პოსტი ნამდვილად სააკაშვილს ეკუთვნოდა თუ არა, რადგან მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ პოსტები წეროს. იქამდე კი 19 ნოემბერს სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია.
მიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაშალვა ხაჭაპურიძე
ამავე თემაზე
- სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მომდევნო სხდომები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა
- დეგნანი სააკაშვილზე: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს
- ლელო: პირდაპირ და დაჟინებით მოვითხოვთ, პრეზიდენტმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი
- დეგნანი: სიურპრიზი იყო სააკაშვილის სასამართლოს გადადება, გაჭიანურება მეტ კითხვებს აჩენს
- ევროკომისარი: მთავრობამ უნდა იმოქმედოს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია