ენმ

მელია ენმ-ს არჩევნებზე: მნიშვნელოვანია, ყველა, ვინც პროცესში ჩართულია, იყოს საჯაროდ ჩართული

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, იყოს საჯაროდ ჩართული, საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა არის და ვინ არის ნაციონალური მოძრაობა. სხვებსაც მოვუწოდებდი, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კი არის ჩართული არასაჯაროდ ამ პროცესში, არადა ძალიან აქტიურად არის ჩართული, შეიძლება, თხემით ტერფამდე, ასეთი ადამიანები დასამალები არ არიან, ისინი ღირსნი არიან, საზოგადოებამ [იცოდეს]. არ ვაკონკრეტებ [გვარებს], ზოგადად, გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. რა არის აქ დასამალი? მე თუ თქვენ მხარს მიჭერთ და ჩემს საარჩევნო კამპანიაში 24 საათი მუშაობთ, მეტიც, გაქვთ დიდი გავლენა ჩემზე, დიდი გავლენა ამ პროცესზე, მე რატომ უნდა დაგმალოთ და რატომ უნდა ვთქვა, რომ არ ხართ ჩემი შტაბის უფროსი, შტაბის წევრი ან ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. 

მე გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ და შევიკავებ, მოვა ამ ყველაფრის დრო. უბრალოდ, მე ვფიქრობ, თუ ვინმე არის ღირსი, როდესაც ენმ-ს შიდასაარჩევნო პროცესზე ვსაუბრობთ, არის ენმ-ს ამომრჩეველი და მხარდამჭერი, რომ მათ არა მხოლოდ ის იცოდნენ, რა არის სტრატეგიული გეგმა, გაწერილი 4-5 წლიან პერიოდზე, არამედ სად დგახარ, ვინ არის შენი დასაყრდენი, რამდენად თვითმყოფადი ხარ, რამდენად დამოუკიდებელი ხარ და რამდენად აქვს რეალურად გავლენა იმ პროცესზე, რომელშიც მონაწილეობას იღებ. ამაზეც უნდა ვისაუბროთ და აუცილებლად ვისაუბრებთ. 

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველის ეთერში პარტიაში დაგეგმილ თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრისას. 

კომენტარები