რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა მომდევნო თვეებში საჰაერო უპირატესობა მოიპოვოს

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსეთმა ორჯერ მეტი თვითმფრინავი დაკარგა უკრაინაში, ვიდრე საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 278 თვითმფრინავი დაკარგა, ხოლო საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 119.

 დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს, თუმცა, ანგარიშის მიხედვით, რუსეთის საჰაერო უპირატესობის დაკარგვა გამოწვეულია სუსტი მომზადებით, გამოცდილი ეკიპაჟის დაკარგვითა და ძლიერ საჰაერო თავდაცვის ზონაში ოპერაციების ჩატარების გაზრდილი რისკით.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვითარება მომდევნო რამდენიმე თვეში რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალოს. რუსეთის საჰაერო დანაკარგი ძლიერ აღემატება მის შესაძლებლობას, აწარმოოს ახალი საფრენი აპარატები. ამასთან ერთად, ის დრო, რაც სჭირდება კომპეტენტური პილოტების გადამზადებას, ასევე ანელებს რუსეთის საჰაერო საბრძოლო მზადყოფნაში მოსვლას. 

 

კომენტარები