დეოლიგარქიზაცია

ვოლსკი: დეოლიგარქიზაციაზე ჩვენი მიდგომა იმდენად სამართლიანია, ოპოზიციას უხერხულობა შეუქმნა

ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით იმდენად სამართლიანია, რომ გარკვეული უხერხულობები შეუქმნა რადიკალურ ოპოზიციას ამ თემაზე საერთო პოლემიკაში ჩართვისათვისაც კი. არის საუბარი ზოგადად, არის საუბარი, როგორც სჩვევიათ, ბიძინა ივანიშვილზე, ქართულ ოცნებაზე, ზოგადად, დამოკიდებულებაზე ცალკეული საკითხების მიმართ, მაგრამ კანონპროექტზე არ არის ლაპარაკი. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე. მმართველი პარტიის ინფორმაციით, დეოლიგარქიზაციის კანონს უკრაინული ანალოგის მიხედვით მიიღებენ. ოცნება გამორიცხავს, რომ კანონი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეეხება. დეოლიგარქიზაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი წინაპირობაა.

კომენტარები