დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

ოხანაშვილი ივანიშვილზე: თურმე მეცენატობა ოლიგარქიას ნიშნავს

რაც შეეხება იმას, რომ თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს კიდევ მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით და მეცენატობით არის დაკავებული, რაც არ უნდა ცალკეულ პირებს ინტერესი ჰქონდეთ მისი ოლიგარქად მიჩნევის, უკრაინული მოდელი იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, არ ითვალისწინებს ასეთი პირის ოლიგარქად მიჩნევას. ამიტომ, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიჩნეული ოლიგარქად.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას.

კომენტარები