დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

ხოშტარია: კეზერაშვილის ოლიგარქობაზე საუბრით ოპოზიციამ სასარგებლო იდიოტის როლი შეასრულა

ნებისმიერი ილუზია, რომ ოცნებასთან ერთად რაიმეს მოვიფიქირებთ და გავაკეთებთ სრული სისულელეა. მათ ტრაექტორია მკაფიოდ არჩეული აქვთ და ჩვენი მხრიდან მუდმივი ლაპარაკი, ახლა შევალთ ინიციატივით, როგორ სრულდება ვნახეთ, არა? აი, ვთქვათ დეოლიგარქიზაციის ინიციატივაა საჭირო და უნდა მივაღწიოთ დეოლიგარქიზაციას. რა მივიღეთ? ოლიგარქიზაციის გამყარებისა და სხვა ოპოზიციური რესურსის მქონე ადამიანების დევნის კანონი. ამას ნაწილობრივ ოპოზიციამაც შეუწყო ხელი, ოპოზიციის ცალკეული წევრების გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა ქმედებებმა. თუნდაც პარლამენტში განხილვებში არსებობით, ან იმაზე ლაპარაკით, რომ დღეს ჩვენი ოლიგარქი თურმე კეზერაშვილია. მსგავსი განცხადებები ისრებს ფანტავს მთავარი ამოცანიდან. ვის მოსწონს კეზერაშვილი, ვის არ მოსწონს, ვინ ხედავს საფრთხეს, ვინ არა - ამ თემებზე საუბარი ყველას შეუძლია, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ და ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ აი, ჩამოვთვალოთ ოლიგარქები კიდევ ვინ არიან, ეს არის მინიმუმ სასარგებლო იდიოტის როლის თამაში.

ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები