მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევი: მადლობა პუტინს მედიატორის როლისთვის, რომელიც მან ყარაბაღის კონფლიქტში ითამაშა

დღეს, 31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. პუტინმა და ალიევმა ყარაბაღში სიტუაციის ნორმალიზებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საჭიროებაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პუტინს თავისი მედიატორული როლისთვის მადლობა გადაუხადა

"ორი წლის წინ ხელმოწერილმა სამმხრივმა ხელშეკრულებამ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაუსვა. დრო მოვიდა, აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ვისაუბროთ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს როლს ამ მიმართულებით". - მიმართა ალიევმა პუტინს.  

მანამდე ვლადიმირ პუტინი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, სომხეთის ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის შესახებ მან ფაშინიანთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"კონფლიქტი უკვე ათობით წელია მიმდინარეობს და საჭიროა მისი როგორმე დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. საჭიროა ახლა, ან სამმხრივი შეხვედრის დროს, გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს". - თქვა პუტინმა.

კომენტარები