მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

პუტინი: სომხეთის ხელისუფლებას ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნება აქვს

ვლადიმირ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი
РИА Новости

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, სომხეთის ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"კონფლიქტი უკვე ათობით წელია მიმდინარეობს და საჭიროა მისი როგორმე დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას. საჭიროა ახლა, ან სამმხრივი შეხვედრის დროს, გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს". - თქვა პუტინმა.

სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევნისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მკაფიო პოზიცია "სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრილი აზერბაიჯანული ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით".

"რუსეთის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ დელიმიტაციის შესახებ კომისიის ფორმირება სასაზღვრო უსაფრთხოების მექანიზმი გახდებოდა. ჩვენ არ ვიზიარებდით ამ პოზიციას, თუმცა, საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ, რომ ჩენი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ინტერპრეტაცია მივიღოთ. ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა მორიგი ფართომასშტავიანი აგრესიის ინიცირება და ახალი ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა. ამიტომ, სომხეთისთვის ახლა მნიშვნელოვანია რუსეთის მკაფიო პოზიციის ფორმულირება ჩვენი ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ჯარის 2021 წლის 11 მაისის პოზიციებთან დაბრუნების შესახებ". - თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები