აშშ-საქართველო

პრაისი: საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა აჩვენებს, რომ რუსეთი სუვერენიტეტს პატივს არ სცემს

Manuel Balce Ceneta/Pool via REUTERS

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა სოჭში რუსეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის ლიდერებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ საუბრისას თქვა, რომ რუსეთი პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და ამის მაგალითი საქართველოსა და უკრაინაში შეჭრაა.

პრაისის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

"ჩვენ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე მის მეზობლებსა და სამეზობლოს ეხება. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი უწყვეტი, სასტიკი შეჭრა უკრაინაში აჩვენებს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს/ ასევე ძნელად წარმოსადგენია მასთან სანდო, გრძელვადიანი პარტნიორობა ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად განასხვავებს აშშ-სთან. ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ძალადობის დასრულებაში და გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში, რაც ასე ძალიან სურთ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს". – თქვა ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, როდესაც აშშ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობს, მიზანი მხოლოდ ძალადობის შეჩერება და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაა.

კომენტარები