პუტინის რუსეთი

რუსეთის დუმამ "LGBT პროპაგანდის" ამკრძალველი კანონი პირველი მოსმენით მიიღო

Ria Novosti

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო "LGBT პროპაგანდის" ამკრძალველი კანონი. 

კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინია. სახელმწიფო დუმის Telegram არხის განცხადებით კანონი დუმამ ერთხმად მიიღო.

"ჩვენ გვაქვს ტრადიციები, ნამუსი და იმის გაგება, რომ უნდა ვიფიქროთ ბავშვებზე, ოჯახზე, ქვეყანაზე, შევინარჩუნოთ ის, რაც მშობლებმა გადმოგვცეს. სხვა ყველაფერი ცოდვა, სოდომია და სიბნელეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ებრძვის.

ახალი კანონი კრძალავს "არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებსა ან (და) პრეფერენციებს" ნებისმიერი ასაკის რუსეთის მოქალაქისთვის. ასევე ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში, მათ შორის ე.წ. მედიის, ინფორმაციისა და რეკლამის კანონებში.

კანონის ამოქმედების შემდეგ რუსეთში კინოგაქირავებასა და სატელევიზიო არხებს უფლება არ ექნებათ შეიძინონ LGBT თემატიკის შემცვლელი პროდუქცია.

რუსეთში 2013 წლიდან არასრულწლოვანთა შორის "LGBT პროპაგანდის" კანონი მოქმედებდა. მაშინ ვლადიმირ პუტინმა განმარტა, რომ კანონი მიმართულია არა LGBT ადამიანების მიმართ, არამედ არასრულწლოვანთა შორის "პროპაგანდის" წინააღმდეგ.

"რუსეთში არ იყო, არ არის და არ იქნება ისეთი კანონი, რომელიც რასობრივი, სექსუალური ორიენტაციის, ეროვნების, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს უფლებებს შეუზღუდავს". – განაცხადა პუტინმა 2013 წელს.

კომენტარები