კანიე უესტი

კინოსტუდია კანიე უესტის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს არ გამოუშვებს

Complex

კინოსტუდია MRC-მა კანიე უესტის შესახებ გადაღებულ, დასრულებულ დოკუმენტურ ფილმს გაქირავებაში არ გამოუშვებს. 

MRC-ის წარმომადგენლების განმარტებით, მათთვის მიუღებელია ჰიპ-ჰოპ არტისტის კონტროვერსიული კომენტარები და პოსტები.

"დღეს დილით, ჩვენს რეჟისორებთან და სადისტრიბუციო პარტნიორებთან საუბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ გამოვუშვათ კანიე ვესტის შესახებ გადაღებული დასრულებული დოკუმენტური ფილმი. 

კანიე პროდიუსერია და ხშირად მუსიკის შესაქმნელად სემპლებს ან რემიქსებს იყენებს. გასულ კვირას მან კლასიკური, 3 000 წლის განმავლობაში ჩარტების სათავეებში მყოფი სიმღერა დაარემიქსა, სიმღერაში იგულისხმება ის ტყუილი, რომლის მიხედვითაც ებრაელები ბოროტები არიან და სამყაროს საკუთარი გამდიდრებისთვის მართავენ. ეს სიმღერა აკაპელას თანხლებით არაერთხელ გაჟღერებულა ფარაონების ეპოქაში, ბაბილონში, რომში, ესპანური ინკვიზიციის დროს, რუსეთში, სიმღერის ელექტრონული ვერსია მოგვიანებით ჰიტლერმაც გამოიყენა". – წერია განცხადებაში.

ანტისემიტური პოსტებისა და განცხადებების შემდეგ კანიე ვესტთან ურთიერთობა ჯერ Balenciaga-მ, მოგვიანებით კი Adidas-მა გაწყვიტა.

კომენტარები