ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრის არჩევას, როგორ შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს. ვინმეს უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და 15 წევრიან საბჭოში ორი წევრის, მურუსიძის და გვრიტიშვილის არჩევა აფერხებს? მე ყველა დონის რეფორმის ჯგუფში ვარ, როგორც წევრი და ვაჟღერებ პირადად ჩემი, ჩემი კოლეგების პოზიციას საკანონმდებლო წინადადების ჩამოყალიბების კუთხით. ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ რეფორმების მიმართ ვართ ღია და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. იმ რეკომენდაციების, პუნქტის შინაარსის არასწორი განმარტება ხდება. არსად არ არის ნათქვამი, რომ საბჭოს დაკომპლექტების წესი უნდა შეცვლილიყო. იქ არის საუბარი იმაზე, რომ საბჭოს ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო დაიხვეწოს, კიდევ უფრო ღია გახდეს, ეს ჩვენთვის მისაღებია. ვიფიქროთ ერთად როგორ შეიძლება უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს საბჭო საზოგადოების წინაშე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
გვრიტიშვილი: ვინმეს საქართველოს EU-ში მიღება უნდა და მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევა აფერხებს?
tbl.ge/662w
დაკოპირდა

ამბობს ლევან მურუსიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილთან ერთად 23 ოქტომბერს აირჩია. საბჭომ ერთ კანდიდატად დიმიტრი გვირტიშვილი წარადგინა, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი თავი თავად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ ევროკომისიის გაწერილი 12-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს. ერთერთი პირობა სწორედ სასამართლო რეფორმაა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდიმიტრი გვრიტიშვილიევროკავშირის რეკომენდაციებისასამართლო სისტემასასამართლო კლანი
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს




