რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ისრაელს: არ არის დრო, რომ თქვენმა სახელმწიფო აირჩიოს, ვის მხარეს ხართ?

ბევრი დემოკრატიული ქვეყანა გვეხმარება, მაგრამ ჩვენ ასევე გვსურს თქვენგან [ისრაელისგან] დახმარების მიღებაც. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას. ჩვენ მარტივი და გასაგები რამ გინდა: გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა, გარანტირებული იყოს ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, მივცეთ მშვიდობა უკრაინელებს. ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვას და დარწმუნებული ვარ, დავიცავთ უკრაინას და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს საერთო თავისუფლებას – ყველა დემოკრატიული ქვეყნის. გულწრფელად გიხდით მადლობას იმისთვის, რითაც პატივი მიაგეთ ჩვენს ბრძოლას.

მაგრამ არ არის დრო, რომ თქვენმა სახელმწიფო აირჩიოს, ვის მხარეს ხართ?

დემოკრატიული სამაყროს მხარეს, რომელიც მხარდამხარ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს? თუ მათ მხარეს, ვინც თავლს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როცა ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრულად განადგურებაა? მჯერა, რომ ჩემს კითხვებს შესაბამის პასუხს გასცემთ.

ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თელ-ავივში მიმდინარე Haaretz Democracy Conference-ის მსმენელებს. 21 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა თქვა, რომ ისრაელი უკრაინას შეიარაღებას არ გადასცემს.

კომენტარები