რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ ხერსონში ქალაქის ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირება დაიწყო

რუსი ოკუპანტი ხერსონში, ფონზე ე.წ. გამარჯვების დროშა
(Konstantin Mihalchevskiy/Sputnik)

ოკუპირებულ ქალაქ ხერსონში მარიონეტმა ადმინისტრაციამ ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების ფორმირება დაიწყო.

მარიონეტული ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქში დარჩენის მსურველ მამაკაცებს "ეძლევათ შანსი გაწევრიანდნენ ქალაქის ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში".

18 ოქტომბერს ხერსონის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ თქვა, რომ ხერსონში მდინარე დნეპრის მარჯვნიდან მარცხენა სანაპიროზე ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს.  სალდოს განმარტებით, გადაწყვეტილება გამოწვეულია კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაზიანებისა და რეგიონის დატბორვის საფრთხით.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა თქვა, რომ ხერსონის მიმართულებით რთულ ვითარებაში არიან და არ გამორიცხა "რთული გადაწყვეტილების" მიღების შესაძლებლობა.

კომენტარები