საქართველო-უკრაინა

ბერაია: არესტოვიჩი არის აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნება

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ჩვენ კონკრეტულად მოგვმართავენ და გვიბიძგებენ იმისთვის, რომ საქართველო ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში და გაიხსნას მეორე ფრონტი. 

ჩვენ ვხედავთ ძალიან არამეგობრულ ნაბიჯებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მეგობარი ქვეყნის და მისი მოქალაქეების მისამართით და ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციის შემდეგ უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს სანქციები დაუწესა. 

არესტოვიჩი არის აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნება და, შესაბამისად, მისი რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მიღმა დგას. შემიძლია, უფრო მძიმე სიტყვებითაც ვთქვა, უბრალოდ, საჯაროდ...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია. არესტოვიჩის სიტყვებით, "მოგვიწევს ძალის პროეცირება საქართველოში, მოგვიწევს ქართველების დახსნა". 

კომენტარები