საქართველო-უკრაინა

არესტოვიჩი: მოგვიწევს ძალის პროეცირება საქართველოში, მოგვიწევს ქართველების დახსნა

რუსების [საქართველოში] ჩასვლა ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა. შენ შეგიძლია სტრუქტურულად შეცვალო მოსახლეობის შემადგენლობა ზოგიერთ რეგიონში, შემდეგ გამართო ყალბი რეფერენდუმები და გამოაცხადო [დამოუკიდებლად].

თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა შექმნა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ იყიდება ყველაფერი, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ.

ამის გამო, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს მოლდოვას, სომხეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ბრძოლის გამოცდილების მქონე ადამიანი, რომლებსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში უახლოეს მომავალში საქმე გამოუჩნდებათ. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ეგიდით, მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციები, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას

თქვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადაცემა Альфа й Омега-ს ეთერში.

კომენტარები