ვაკის პარკი

მებაღე: შადრევნიდან 2 ბავშვის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა დენის გამო

სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო მეც თვითონ ორგანიზმმა, იმ დენის გამო. სამწუხაროდ, ის მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტავ, ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. 

პირველადი დახმარების გაწევა მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა დახმარებას, სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე, შემდეგ მათ გააგრძელეს მისი დახმარება და იმ ბავშვებისაც. გადაიყვანეს საავადმყოფოში, მერე გავიგე, დაიღუპაო. არ ვიცი, მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი...

ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში დევი მეზურნიშვილი, ვაკის პარკის მებაღე, რომელმაც გუშინ, 13 ოქტომბერს შადრევანში ჩასული ბავშვები ამოიყვანა. გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ახლადგახსნილი ვაკის პარკის შადრევანში ჩავიდა - მას დენმა დაარტყა. კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა. 

კომენტარები