რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე იაკობი: საშიში არ არის მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ

ომში ბევრი ფულს შოულობს, ომი დამთავრდება და ნახავთ რამდენი უკრაინელი გამდიდრდა, მილიარდერი გახდა, ისინიც კი ვინც საქართველოს გვიტევდა. რომ არ ვიცოდე არ გეტყოდით, იციან თვითონაც. რას ვიზამთ, ყოველთვის მოყვება...

საშიში არ არის მცირე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებენ, უფრო უარესიც შეიძლება დაემართოს მსოფლიოს ერთმანეთს თუ ჩამოუყრიან თანამგზავრებს, აღარც ინტერნეტი იქნება მერე და აღარც ტელეფონები. წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნით უკან უნდა დავბრუნდეთ...

ხშირად ამბობენ, რომ უკრაინაში ბავშვებს კლავენო. სამწუხაროდ, ომი რომ მიდის, ეროვნება არ იცის ბავშვის. უკრაინელები, რუსები და ვისიც არის, ომის დროს ყველანი კვდებიან. ავიღოთ ახლა ამერიკის სასამართლომ რომ მიიღო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო აბორტებთან დაკავშირებით. ქალების უფლება ირღვევაო და რა დედები რომ კვლელები იყვნენ საკუთარი შვილების იმას მხარს უჭერენ და უკრაინელებზე წუხან მერე კაცო?! როგორ დაგიჯერო?!

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ქადაგებისას. 

კომენტარები