რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცეს

REUTERS

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მე-8 პაკეტი დაამტკიცეს.

სანქციების ახალი პაკეტი გულისხმობს ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვას დადგენილ ფასის ზღვრამდე, ფოლადის ნაწარმისა და პლასტმასისა და გარკვეული სახის ქიმიკატების იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას მოიცავს. ამასთან ერთად, რუსეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ ევროპული კრიპტო საფულეს გამოყენება.

ახალი პაკეტის მიხედვით, ევროპის კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის საკომპიუტერო ტექნოლოგიური და იურიდიული სამსახურის გაწევა, არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების შემუშავება.

კომენტარები