რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არახამია: ვიწყებთ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე

ჩვენ ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე. 

ჩვენი ოფიციალური განცხადება უკვე ნატოს შტაბ-ბინაშია, ბრიუსელში.

მანამდე, 4 მარტს, საშინელი ამბების მწვერვალზე, სადილზე პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ომის დასრულებამდე ნატოს და ევროკავშირის წევრები გავხდებოდით.

სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი. ომამდე, არაფორმალურ შეხვედრებზე დასავლელი ელჩები, ჩანაწერების გარეშე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ სურდათ რუსეთთან დაპირიპირება ჩვენი განზრახვების გამო.

მაგრამ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მთელმა მსოფლიომ დაინახა, რისი გაკეთება შეეძლო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაწინაურებულ "მსოფლიოს მეორე არმიასთან". დღეს უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე სულ სხვა მასშტაბის მოთამაშეა. პრეზიდენტი ზელენსკი ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში. ცოდვა იქნება, არ გამოვიყენოთ მომენტი და ვეცადოთ მივუახლოვდეთ კონსტიტუციაში ჩაწერილ მიზანს და რეკორდულ დროში გავხდეთ ნატოს წევრი.

პროცესი დაწყებულია, უკან დასაბრუნებელი გზა არააა, ვიღებთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვებისას მიღებულ სამუშაო გამოცდილებას და წინ მივდივართ ნახტომებით.

უფრო მეტიც, ჩვენ მარტო აღარ ვართ. 11 ქვეყანამ საჯაროდ დაგვიჭირა მხარი, მათ შორის:

  • კანადა
  • პოლონეთი
  • სლოვაკეთი
  • ჩეხეთი
  • რუმინეთი
  • ლიტვა
  • ესტონეთ
  • ლატვია
  • ხორვატია
  • ჩერნოგორია
  • ჩრდილოეთ მაკედონია

ჩვენ ვაგრძელებთ ხმების შეგროვებას. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს მიზანს. მაშინაც კი, თუ ჩვენი მიზნები ვინმესთვის არარეალური ან ძალიან ამბიციური ჩანდეს. სამყარო შეიცვალა. ჩვენ შევცვალეთ. და ამ სამყაროში ჩვენი ქვეყანა დაიკავებს ღირსეულ ადგილს.

ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია Telegram-ზე წერს. 

კომენტარები