რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: რუსი სამხედროები შესაძლოა ქალაქ ლიმანში დამარცხდნენ

უკრაინელი სამხედროები იზიუმის მახლობლად, უკრაინა, ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 19 სექტემბერი.
REUTERS/Gleb Garanich

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 28 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ოკუპანტები შესაძლოა ქალაქ ლიმანში დამარცხდნენ. 

ISW-ს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები დიდი შეშფოთებით განიხილავენ ლიმანის გარშემო უკრაინის დაწინაურებას და ფიქრობენ, რომ რუსეთის ძალები, შესაძლოა, ამ პერიმეტრზე დამარცხდნენ. მათი თქმით, უკრაინელი სამხედროები დაწინაურდნენ ლიმანის დასავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილოაღმოსავლეთით და ცდილობენ რუსი სამხედროების ალყაში მოქცევას.

ლიმანის დაკარგვას ცუდი შედეგები მოჰყვება ჩრდილოეთ დონეცკსა და დასავლეთ ლუგანსკში განლაგებული რუსი სამხედროებისთვის და შესაძლოა უკრაინის ძალებს მისცეს საშუალება საფთხე შეუქმნას მათ პოზიციებს ლუგანსკის დასავლეთსა და სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მიმართულებით.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლიმანის პოტენციური დაკარგვასთან, აქ არსებულ დანაკარგებთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ რეაგირებს, არ ქმნიან საინფორმაციო პირობებს. 

ISW ასევე წერს, რომ კრემლმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამოცხადება დროებით გადადოს. საკვლევ ცენტრში ანექსიასთან დაკავშირებულ განცხადებას 30 სექტემბრისთვის ელიან.

კომენტარები