რუსეთი-ყაზახეთი

ყაზახეთის უმსხვილესმა ბანკმა რუსეთის გადახდის სისტემის, Мир-ის ბარათების მიღება შეწყვიტა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთქმული გაფრთხილების ფონზე, რომ მზად არის სანქციები დაუწესოს იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული გადახდის სისტემის გამოყენებას შეუწყობენ ხელს, ყაზახეთის უმსხვილესმა სახალხო ბანკმა და ვიეტნამის BIDV-მა შეწყვიტეს რუსეთის გადახდის სისტემა მირის ბარათების მომსახურება.

ყაზახეთის სახალხო ბანკის ქოლცენტრში გამოცემა იზვესტიას აცნობეს, რომ რუსული ბარათების მომსახურება აღარ ხდება არც ბანკომატების და არც ტერმინალების საშუალებით. ანალოგიური ინფორმაცია იქნა მიღებული ვიეტნამის ბანკისგანაც.

კომენტარები