საქართველოს ბანკის დაყაჩაღება

ქუთაისში სპეცოპერაცია დასრულდა, დაკავებულია 1 პირი, ყველა მძევალი თავისუფალია

რუსთავი 2

ქუთაისში სპეცოპერაცია დასრულდა, დაკავებულია 1 პირი, ბანკში მყოფი ყველა მძევალი კი თავისუფალია, არავინ დაშავებულა. ინფორმაცია ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროდან დამატებით დეტალების მიღებას ელოდება. კომენტარი არ გაუკეთებია ადგილზე მყოფ შს მინისტრსაც.

თავდაპირველად, ბანკში შეჭრილი პირი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, ანკესსა და რუსულ დროშას ითხოვდა. ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა ეს მოთხოვნები ბანკში მყოფ ერთ-ერთ ადამიანს გააჟღერებინა, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი.

მოგვიანებით, თავდამხსმელმა მოთხოვნები შეცვალა. ერთ-ერთი მძევლის მიმარვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისი თქმით, თავდამსმელი 1.5 მილიონ დოლარს ითხოვდა და ორი პირის გარდა ყველა მძევალს გაათავისუფლებს.

ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ბანკში 12 მძევალი ჰყავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები