რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკას დასახლება მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა – გაიდაი

სერგეი გაიდაი

უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში ბელოგოროვკას დასახლება ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

მისი თქმით, ლუგანსკის რეგიონში ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია უფრო რთული იქნება, ვიდრე ხარკოვის რეგიონში.

"იქ გაკვირვების ეფექტი აღარ იარსებებს... ხარკოვის მიმართულებით გაქცეულები არიან ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში და ახლა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მიწა ჩაძირონ და ააშენონ თავდაცვითი სტრუქტურები".- ამბობს გაიდაი. 

მისივე ინფორმაციით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს. 

კომენტარები