რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა კადიივკაში რუსული ბაზა გაანადგურეს – გაიდაი

უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

"შესანიშნავი ღამე იყო. ქალაქ კადიივკაში რუსული ბაზა, რომელიც ადგილობრივი კულტურის სახლის შენობაში იყო განთავსებული, გავანადგურეთ. აგრეთვე, ნოვოაიდარის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე განადგურდა მტრის აღჭურვილობა და პირადი შემადგენლობა". - წერს გაიდაი.

გაიდაიმ ცეცხლში გახვეული რუსული ბაზის ფოტოც გაავრცელა.

კომენტარები