რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი ჰაუბიცა RCH-155-ის მიყიდვას მხარი დაუჭირა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი ჰაუბიცა RCH-155-ის მიყიდვას მხარი დაუჭირა. აღნიშნული იარაღი კიევმა ბერლინისგან 2 თვით ადრე, ივლისში მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ი ავრცელებს

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, კომპანია Krauss-Maffei Wegmann-თან კონტრაქტი, რომელზეც ალექსეი რეზნიკოვი გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, 216 მილიონი ევროს ღირებულებისაა. 

უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრი მელნიკმა თქვა, რომ გერმანული იარაღი უკრაინის შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. 

"ვფიქრობ, ეს გახდება არსებითი უკრაინის სამხედროების შეიარაღების ეფექტიანობისთვის. ვიმედოვნებ, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ გზაზე თანმიმდევრულ სვლას გააგრძელებს". - თქვა მელნიკმა. 

კომენტარები