ამ დროისთვის, სტაბილიზაციის ზომები დასრულებულია რაიონებში, რომელთა ჯამური ფართობი 4,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. სტაბილიზაცია გრძელდება გათავისუფლებული ტერიტორიების დაახლოებით იმავე ზომის ფართობზე. ვადგენთ ოკუპანტების გადარჩენილ ნაწილებსა და საბოტაჟის ჯგუფებს, ასევე, ვაკავებთ კოლაბირაციონისტებს და ვახდენთ სრული უსაფრთხოების აღდგენას. საზღვრის დამცველებს ევალებათ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სახელმწიფო საზღვრის დაცვა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მბრძოლს, ვინც უზრუნველყო ოკუპანტების ასეთი ფართომასშტაბიანი და სწრაფი დამარცხება ხარკოვის რეგიონის ტერიტორიაზე. დღეს, ჩვენი მეომრების კიდევ ერთ ბრძანებას მოვაწერე ხელი. 153 მებრძოლს გადაეცა სახელმწიფო ჯილდო, 12 მათგანს სიკვდილის შემდეგ. ყველას, ქვეყნის აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონსა და დონბასში ბრძოლისას გამოჩენილი სიმამაცისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენი დროშებით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრება დაბრუნდეს.
tbl.ge/64pa
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამავე თემაზე
- CNN: ტრამპი ემხრობა რუსეთის სანქციების კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ლინდსი გრემი ცდილობდა
- Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
- პუტინის მტკიცებით, მალე ოკუპირებული ყირიმის საწვავით უსაფრთხო მომარაგებას შეძლებენ
- ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
- უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში




