რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს

AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონში ვასილენკოვო და არტემივკა გაათავისუფლეს. 

"ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი მებრძოლები უკრაინის მიწას იბრუნებენ. 113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონში ვასილენკოვო და არტემივკა გაათავისუფლეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ადვილი არ არის. უკრაინელი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანის დამოუკიდებლობისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან. უსაზღვრო მადლიერება ყველა ჩვენი ჯარისკაცის მიმართ! ვამაყობთ თითოეული მათგანით!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

 უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები