დიდი ბრიტანეთი

BBC: ექიმები ელისაბედ II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული არიან

ელისაბედ II

დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ II სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - როგორც BBC ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებული არიან. 

"დილის გამოკვლევების შემდეგ ექიმები მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან და ურჩიეს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს". - წერია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც 96 წლის დედოფალი ბალმორალში თავს "კომფორტულად" გრძნობს. 

ბალმორალის ციხესიმაგრეში მივიდა პრინცი ჩარლზიც.  

ახლადარჩეული პრემიერის, ლიზ თრასის სიტყვებით, ამ ამბის გამო მთელი ქვეყანა იქნება ღრმად შეშფოთებული. 

"მე და ყველა ადამიანი დიდ ბრიტანეთში ახლა მისი უდიდებულესობა დედოფლისა და მისი ოჯახის გვერდით ვართ". - თქვა მან. 

კომენტარები