დიდი ბრიტანეთი

სტარმერი: დიდ ბრიტანეთი აშშ-სგან განცალკევებით არასდროს მდგარა და ეს ახლაც შეცდომა იქნება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და მასში აშშ-ს როლზე ისაუბრა. სტარმერი გამოეხმაურა ერთ-ერთ დეპუტატს, ჰელენ მაგუაერს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა სჯობდეს, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-სგან განცალკევებულად იმოქმედოს უკრაინის ომთან მიმართებით.

სტარმერის თქმით, დიდ ბრიტანეთს არასდროს აურჩევია ეს გზა და ის ახლაც შეცდომა იქნება.

"მე ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ პოზიციას, თუ სწორად გავიგე მისი [ჰელენ მაგუაერის] კითხვა, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და აშშ-ს გარეშე გავაგრძელოთ მარტო მოქმედება. მე ამას ფუნდამენტურად არ ვეთანხმები. ვფიქრობ, არასწორი იქნება. ისტორიის მანძილზე, ეს კურსი არასდროს აგვირჩევია და ახლაც არ უნდა ავირჩიოთ" – ამბობს სტარმერი.

 

კომენტარები