საქართველო-ევროკავშირი

CRRC: 23%-ისთვის სრულიად მიუღებელია, რომ რეფორმები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ გაატაროს

Vakho Kareli

CRRC-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 23% ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ე.წ. ტექნიკური მთავრობის მიერ შესრულება სრულიად მიუღებელია. 

მოსახლეობას ჰკითხეს: მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ევროკავშირის მოთხოვნები უნდა შეასრულოს დროებითმა, ანუ "ტექნიკურმა მთავრობამ", რომელიც შედგენილი იქნება ადამიანების პროფესიული შესაბამისობის და არა პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით. თქვენი აზრით, რამდენად მისაღები ან მიუღებელია, რომ რეფორმები დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ განახორციელოს?  

გამოკითხვის მიხედვით:  

  • 26% ამბობს, რომ არ იცის
  • 23% ფიქრობს, რომ ეს სრულიად მიუღებელია 
  • 19%-ის აზრით, უფრო მეტად მიუღებელია, ვიდრე მისაღები 
  • 19%-ის აზრით, უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე მიუღებელი 
  • 10%-ის აზრით, სრულიად მისაღებია 
  • 3%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე

CCRC-ის კლევის ფარგლებში 2022 წლის 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ტელეფონით 1 244 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.8% - 4.7%-ია. 

CRRC: 59%-ს არ სჯერა პროპაგანდის, რომ კანდიდატის სტატუსის წინაპირობა ომში ჩართვა იყო

2022 წლის 24 ივნისს, კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ გამართულ აქციაზე სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ საკუთარი მოთხოვნები წარადგინა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეასრულებს.

კომენტარები