დეოლიგარქიზაცია

CRRC: მოსახლეობის 35% ამბობს, რომ დეოლიგარქიზაცია ივანიშვილს ეხება, 3%-ის აზრით – სააკაშვილს

CRRC-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 35% ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას ევროკავშირი ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს.

გამოკითხვისას მოსახლეობას ჰკითხეს: ევროკავშირის ცნობით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საქართველომ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნაც უნდა შეასრულოს. თქვენი აზრით, რომელ ადამიანს ან ადამიანებს მოიაზრებს ევროკავშირი ოლიგარქად? 

მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 52% ამბობს, რომ არ იცის, 6%-ის აზრით, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა კონკრეტულ ადამიანებს არ მოიაზრებს, 5%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, 3% ფიქრობს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს ეხება, ასევე 3% დავით კეზერაშვილს ასახელებს, 2% ვანო ჩხარტიშვილს, 2% მამუკა ხაზარაძეს, 1% კი სხვას.   

CCRC-ის კლევის ფარგლებში 2022 წლის 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ტელეფონით 1 244 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.8% - 4.7%-ია. 

კომენტარები