ვადამდელი არჩევნები

კობახიძე ვადამდელზე: ტონზე ეტყობათ, თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ

ისინი რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ. რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ითქვა, ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული - "უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი"- ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს, დაძლევადი აღარ არის, ამას საზოგადოება ხედავს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს, 5 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია.

კომენტარები