ვადამდელი არჩევნები

კალაძე: ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე

პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს ქვეყანაში, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა. საქართველოში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. ვადამდელი არჩევნების ინიციატივა არის ძალიან დიდი აბსურდი და სისულელე. არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციას აქვთ.

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე. დღეს, 5 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზის განსამუხტად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელია.

კომენტარები