რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდინი ევროპას: კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სანქციების მოხსნა და Nord Stream 2-ის განახლებაა

დუმას სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ევროპას Nord Stream 2-ის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევროპისთვის ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად ერთადერთი გამოსავალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება და Nord Stream 2-ის განახლებაა. ამის შესახებ ვოლოდინი საკუთარ Telegram-ზე წერს.

"სიმართლის თქმის დრო დადგა ევროპელი ლიდერებისთვის. მათ ორი არჩევანი აქვთ იმ სიტუაციაში, რაც თავიანთ თავებს თვითონ შეუქმნეს: პირველი, ეს არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უკანონო სანქციების მოხსნა და Nord Stream 2-ის განახლება. მეორე - არსებული ვითარების შენარჩუნება, რაც კიდევ მეტ პრობლემას შექმნის ეკონომიკაში და მოქალაქეებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს". – წერს ვოლოდინი.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირება 22 თებერვალს შეაჩერა.  

კომენტარები