რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: გათბობის ეს სეზონი ყველაზე რთული იქნება დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში

გაზვიადების გარეშე, გათბობის ეს სეზონი ყველაზე რთული იქნება დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში. მთავარი რისკი რუსეთის მიერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ტერაქტებია.

სწორედ ამიტომ მთავრობა მილიარდ 409 მილიონ გრივნას გამოყოფს სტრატეგიული მარაგის შესაძენად, რაც საშუალებას მოგვცემს სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ გათბობისა და წყალმომარაგების გამოწვევებსა და პრობლემებზე. ვგულისხმობთ მარტივ და სწრაფად განლაგებულ აღჭურვილობაზე და მათი მოვლის საშუალებებზე.

წერს უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი Telegram-ზე.

კომენტარები