რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ზელენსკი: გაერომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

კრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში

ლვოვში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გაერომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

"აგრესორის მხრიდან მიზანმიმართული ტერორი, შესაძლოა, მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდეს, ამიტომ, გაერომ ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და რუსეთის სამხედრო ძალებისგან სრული გათავისუფლება უნდა უზრუნველყოს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მან და გუტერეშმა განიხილეს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, პორტების განბლოკვისა და გლობალური სასურსათო კრიზისის შემსუბუქების შესახებ.

კომენტარები