აშშ

შესაძლოა, რესპუბლიკელმა ლიზ ჩეინიმ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს

REUTERS/David Stubbs

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრმა, კონგრესმენმა ლიზ ჩეინიმ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ არჩევისთვის ხელის შესაშლელად. ჩეინი ამბობს, რომ ის უახლოეს თვეებში გადაწყვეტს, იყრის თუ არა თავად კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჩეინი ტრამპის აქტიური მოწინააღმდეგეა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე კონგრესის გამოძიებაში. ჩეინი ამბობს, რომ მას არ სურს "მხარი დაუჭიროს ტრამპის ტყუილს 2020 წლის არჩევნების შესახებ", რომლის მიზანი პრაიმერებში, ანუ შიდაპარტიულ კენჭისყრაში გამარჯვებაა.

"მჯერა, რომ დონალდ ტრამპი აგრძელებს ჩვენი რესპუბლიკელებისთვის ძალიან სერიოზულ საფრთხედ და რისკად პოზიციონირებას. ვფიქრობ, მის დამარცხებას რესპუბლიკელების, დემოკრატებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ფართო და ერთიანი ფრონტი დასჭირდება. ეს ის არის, რისი ნაწილიც მინდა, რომ ვიყო". – თქვა ჩეინიმ.

16 აგვისტოს ლიზ ჩეინი დამარცხდა ვაიომინგში დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ მთავარ კანდიდატთან, ჰარიეტ ჰეგემენთან. ტრამპის მიერ მისი მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებისთვის გამოცხადებულ ბრძოლაში ეს ყოფილი პრეზიდენტის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ტრამპი კონკურენციას უწევს რესპუბლიკური პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ მის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს, მათ შორის ლიზ ჩეინის.

ივლისში აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Magazine-თან საუბარში თქვა, რომ მას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ტრამპის აზრით, ამერიკელ ხალხს სურს, რომ მან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. 

კომენტარები