აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Magazine-თან საუბარში თქვა, რომ მას 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს.
"ძალიან თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, რომ გადავწყვიტო მონაწილეობა, მოვიგებ". – თქვა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში, რაზეც ჟურნალისტი ჩაეძია სიტყვებზე "თუ გადავწყვიტე".
"ჩემს გონებაში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება, ასე რომ, ამაზე გავლენა აღარაფერს ექნება. ჩემს გონებაში უკვე გადავწყვიტე". – უპასუხა ტრამპმა ჟუნრალისტს.
ტრამპის თქმით, მისთვის დიდი გადასაწყვეტი იქნება როდის გამოაცხადოს საარჩევნო კამპანია, შუალედურ არჩევნებამდე თუ მის შემდეგ.
ტრამპის აზრით, ამერიკელ ხალხს სურს, რომ მან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
იმისათვის, რომ ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს, მას მხარი უნდა დაუჭიროს რესპუბლიკურმა პარტიამ. The New York Times-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ტრამპს რესპუბლიკელთა ნახევარი მხარს არ უჭერს.
პარალელურად, აშშ-ს კონგრესში განიხილავენ ტრამპის მხარდამჭერების მიერ 2021 წლის 6 ინვარს კაპიტოლიუმზე მოწყობილ შტურმს, რომლის უკანაც, შესაძლოა, უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტი მდგარიყო.