აშშ-საქართველო

წილოსანი დეგნანზე: პარლამენტზე შტურმის გავრილოვის ღამედ მოხსენიება არ არის კორექტული

პარლამენტზე შტურმის ფაქტის გავრილოვის ღამედ მოხსენიება, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ არ არის კორექტული. იმედი მაქვს, რომ ეს თარგმნის, ან რაიმე სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, ალბათ, გაცილებით მარტივი იქნება, თუ აღნიშნულ კითხვებზე, რამდენადაც არარეალური ან მიუღებელიც შეიძლება ეს იყოს, გაეცემა კონკრეტული პასუხები, რაც, ვფიქრობ, გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე რაღაც ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 17 აგვისტოს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის სათავე, მათ შორის, გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები და არადემოკრატიული ქმედებებია.

კომენტარები