აშშ-საქათველო

დეგნანი: გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები – აქედანაა პოლარიზაცია, არა პარტნიორისგან

ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აშშ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს. 30 წლის მანძილზე ჩვენ ვხვდებით პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს და სწორედ ასე ვიღებთ ინფორმაციას თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუციები და ეკონომიკა. ეს არის ის საქმე, რომელსაც ჩვენ 30 წელია ქართველ პარტნიორებთან ერთად ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ. 

ნებისმიერი ბრალდება, რომ დასავლეთი რაიმე ფორმით პასუხისმგებელია პოლარიზაციაზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ეს არის გარკვეულწილად მცდელობა, რომ პასუხისმგებლობა სხვა მხარეებს დააკისრონ, მაშინ როდესაც დასავლეთი და ევროპა ჩვენი თანამშრომლობის მანძილზე პოლარიზაციის შემცირებასა და ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობდა.

შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც აქ გავატარე, მე ვმუშაობდი, რომ დამეახლოებინა საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, გადაგვეჭრა ის ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ჩემს ჩამოსვლამდეც არსებობდა აქ.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა 3-4 წლით უკან გაიხედოთ და გვახსოვდეს, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია. ისეთი მოვლენები, როგორიცაა გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები, აქედან მოდის ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლეთის პარტნიორებისგან, რომლებიც პოლარიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს დახმარებას ცდილობდნენ, რათა პარლამენტი და სხვა ინსტიტუციები უფრო მნიშვნელოვან თემებზე ფოკუსირდეს. მათ შორის, სამუშაო ადგილებზე, მაღალ ფასებსა და კარგ განათლებაზე.

ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირმა  საქართველოსთვის ჩამოაყალიბა, მათ შორის ის პირობები, რომლებიც პოლიტიკურმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს და დაჰპირდნენ მოსახლეობას, რომ შეასრულებდნენ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ერთად, გვერდზე გადავდოთ განსხვავებები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. 

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა

კომენტარები