საქართველო-ევროკავშირი

დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: რაღაც რელევანტურია, რაღაც არა

ზოგადი შეფასება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო და ჯერჯერობით რჩება მიუხედავად იმისა, რომ მათ კრიტიკული მოსაზრებები აქვთ მთელი რიგი მიმართულებით. ჩვენ დავამუშავებთ ამ 12 პუნქტს და ახალ წლამდე მზად იქნება. თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნა კიდევ ექნება ევროკავშირს ამ 12 პუნქტის შემდეგ, ალბათ, ისინიც დააკონკრეტებენ და ჩვენ ვიმუშავებთ ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე.

[ანგარიშში] რაღაც რელევანტურია, რაღაც არა, რაღაც უბრალოდ კონტექსტის გაუთვალისწინებლად ნათქვამია. მათთვის ბუნებრივია მთელი რიგი საკითხები, რომ ასე უნდა იყოს. ამ ქვეყანაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, ისე ბუნებრივად, როგორც მათთან ხდება, ვერ ხდება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშზე საუბრისას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოში 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა), ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

კომენტარები